ლაგოდეხში დაჭრილი ორსული ქალის მდგომარეობა სტაბილურია
შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, რძლის მამა კი მოკლა. მეზობლების განცხადებით, კონფლიქტი ოჯახში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების დაპირისპირებას მოყვა.
შსს-მ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა და იარაღი ნივთმტკიცებად ამოღებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.