ნეკრესის დიდი ბაზილიკის არქეოლოგიური შესწავლა გრძელდება
ეს ეხება შუა საუკუნეების ქართულ არქეოლოგიაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რეზონანსული პროექტის, ნეკრესის დიდი ბაზილიკის (დოლოჭოპის კომპლექსი, ყვარლის მუნიციპალიტეტი) შემდგომი არქეოლოგიური კვლევის, რეაბილიტაციისა და ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მისთვის სათანადო ადგილის მიჩენის გზებს. შეხვედრაზე არქეოლოგიური კვლევის ანგარიშის წარდგენასთან ერთად, გაიმართა კონცეფციის ძეგლის კონსერვაცია-რეაბილიტაციის განხილვაც.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს აღმოჩენილი ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრების ამ საეტაპო ძეგლის ინტენსიურ არქეოლოგიურ შესწავლას 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით. ძეგლზე არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით.