სტატიები

პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები კახეთის რეგიონში

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ იორმუღანლოს თემში მოხდა, რესპონდნეტი პოლიტიკური ნიშნით აფასებს. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საგარეჯოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი კაზამფარ მამედოვი knews.ge-სთან საარჩევნო კამპანიის დროს მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ საუბრობს და შესაბამისი ორგანოებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

„სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობაზე ხდება პირდაპირი და ირიბი ზეწოლა, ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატის და მისი მხარდამჭერების მხრიდან. ხალხს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მოგვცემთ, პენსიას მოგიხსნითო. იორმუღანლოს თემის ორი სოფლის გამგებლის წარმომადგენლები სოფელ თულარის და ლამბალოს თემში გაათავისუფლეს თანამდებობიდან იმის გამო, რომ ვერ შეპირდნენ ბევრი ხმის მოტანას ოცნების სასარგებლოდ. ოცნების აქტივისტები დადიან და კარდაკარ ფულს არიგებენ. აგრეთვე, საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს ხელს გვიშლიან. ,,ქართული ოცნების“ ხალხმა ჩვენს აქტივისტებს უთხრეს, რომ ქალაქი საგარეჯო ჩვენი ტერიტორიაა, აქ არ უნდა მოხვიდეთო და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს“, – განაცხადა მამედოვმა.

დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის მტკიცებით, მისი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია და საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება ხელოვნურად შეუზღუდეს.

,,ჩემს საბანკო ანგარიშებს დაადეს ყადაღა და ერთ თეთრს ვეღარ ვხარჯავ წინასაარჩევნოდ. რაც გავაცხადე, რომ კენჭი უნდა მეყარა, დამიყადაღეს ანგარიშები. ეს არის ჩვენთვის უდიდესი ხელისშემშლელი ფაქტორი. ელემენტარული საწვავი რომ ვიყიდო გადაადგილებისთვის და აქტივისტებს ხელფასი გადავუხადო, ამის საშუალება არ გვეძლევა’’, – ამბობს კაზამფარ მამედოვი.

არჩევნებამდე 5 დღით ადრე სპეციალური ბრიფინგი გამართეს პაატა ბურჭულაძის პარტიის თელავის ოფისშიც. როგორც ბურჭულაძის პარტიაში განაცხადეს, ფინანსური პრობლემების მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აგრძელებენ. პოლიტიკურ მოძრაობაში საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფაქტებზეც მიუთითებენ და მომხდარს “ქართულ ოცნებას” უკავშირებენ.

“ადამიანები ფულზე არ იყიდებიან. თუ პარტიას შუეზღუდეს ფინანსები, ჩვენ არ ვსუსტდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური პრობლემები შეგქვემნა, აქ, ამ ოფისში, უანგაროდ გვეხმარებიან ჩვენი მხარდამჭერები. ჩვენს სარეკლამო პლაკატებს ღებავენ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ ქმედებებს “ქართული ოცნების” აქტივისტები მიზანმიმართულად ჩადიან. ჩვენ ვართ სუფთა ძალა. წინ არის უფრო დიდი გზა გასავლელი”, – განმარტავს თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანო გალახვარიძე.

წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობს გურჯაანის ,,რესპუბლიკური პარტიის,, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად ყვირალაშვილიც. მისი განცხადებით, არჩევნებიდან 1 კვირით ადრე პარტია 8 მხარდამჭერმა დატოვა, რასაც მმართველი პარტიის მიერ განხორციელ ზეწოწლად აფასებს.

,,8 საჯარო მოხელემ დატოვა პარტია. მათ აიძულებდნენ ამ ნაბიჯის გადადგმას და ეუბნებოდნენ, რომ თუ არ დატოვებდნენ პარტიას, განთავისუფლდებოდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. რაც შეეხება ჩვენ პილიკური კურსს, არის ცალსახად პროდასავლური”, – აღნიშნავს ზვიად ყვირალაშვილი.

ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა ყვარლისა და თელავის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ვასილ კევლიშვილი. იგი, წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელშეშლის ფაქტებზე საუბრობდა და ყურადღებას არათანაბარ საარჩევნო გარემოზე ამახვილებდა.

,,იმის გამო, რომ ჩემი მხარდამჭერთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, პარალელურად იზრდებოდა საარჩევნო კამპანიის ხელის შემშლელი პირობებიც, რის შესახებაც არაერთგზის განმიცხადებია. ეს გამოიხატებოდა, როგორც საარჩევნო სუბიექტების არათანაბ პირობებში ჩაყენების, ასევე სააგიტაციო მასალების გავრცელების ხელის შეშლაში. ამას თან ერთვოდა, სახელმწიფოს მხრიდან აფსურდული ფინანსური ჯარიმები არამარტო ჩემზე, არამედ სხვა მაჟორიტარ დამოუკიდებელ კანდიდატებზე. სახელმწიფოს მიერ დაკისრებულმა ჯარიმებმა გამოიწვია ისედაც მწირი ფინანსური რესურსების კიდე უფრო კლება, რის გამოც შეუძლებელი გახდა საარჩევნო კამპანიის გაგრძელება”, – განაცხადა ვასილ კევლიშვილმა.

მოძრაობა ,,პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთვის” გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხაზიური კი, ყურადღებას პარტიის მხარდამჭერების დაშინებასა და გადაბირებაზე საუბრობს.

,,საუბარია იმაზე, რომ ზეწოლა განხორციელდა ჩენი პარტიის კაჭრეთის, ჭანდრისა და კარდენახის ზონების უკვე ყოფილ უფროსებზე. ასევე, დაფიქსირდა ,,ქართული ოცნების” კანდიდატის დავით სონღულაშვილის მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტიც“, – განაცხადა გიორგი ხაზიურმა.

ამ ფაქტს მაშინვე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ელგუჯა ქათამაძე. მან, განმარტა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.

,,ეს არის პროვოკაციული განცხადება დაშლილი პარტიის რიგებიდან და საკუთარ ხელმძღვანელობასთან ქულების ჩაწერისა და თავის მართლების გამო სიცრუეს არ თაკილობენ. იმის მაგივრად, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოონ და მოსახლეობას საკუთარი პროგრამა გააცნონ, დაკავებულები არიან სიცრუის ტირაჟირებით. ჩვენმივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიას შეისწავლოს ყველა ასეთი განცხადება დაშესაბამისი რეაგირბა მოახდინოს,” – ამბობს ელგუჯა ქათამაძე.

რეგიონში დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების ოფისების დარბევის ფაქტებიც. მაგალითად, ერთ–ერთი პირველი ინცინდენტი დედოფლისწყაროში მოხდა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩამტვრებული იყო ფანჯრების შუშები.

გურჯაანსა და წნორში დააზიანეს პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისებიც. დაუდგენელმა პირებმა შენობების კედლები და სააგიტაციო ბანერები ცისფერი წარწერებით ,,41“ და ,,41+პაატა“ შეღებეს რასაც პარტიის წარმოამადგნელები რეპუტაციის შემლახავ კამპანიად აფასებდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მეოთხე შუალედური ანგარიშში გამოაქვეყნა. კახეთში, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების კონკრეტულ 20 შემთხვევაზე აკეთებს აქცენტს.

სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.

“სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, კენჭისყრის დღის თარიღის მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა–მუქარის შემთხვევები.

„ზეწოლა და მუქარა ძირითადად ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიმართ ფიქსირდება და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ოპონენტი პარტიების წარმომადგენლები „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებთან სიტყვიერ მუქარაზე, სოციალური დახმარების მოხსნისა და სხვადასხვა ფორმით დაშინებებზე საუბრობენ. ხშირი იყო კამპანიური ხასიათის ღონისძიებებზე ოპონენტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები,–განაცხადეს ორგანიზაციაში.