ახალი ამბები

თამაზ მეჭიაურის პარტიის გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

24 წლის ნოდარ ქაჩლიშვილმა გადაწყვეტილება პარტია ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ მიიღო. ქაჩლიშვილის განცხადებით, მას არ სურს, რომ გურჯაანელებისთვის გაცემული დაპირებები ვერ შეასრულოს და, შესაბამისად, ასპარეზს მმართველის პარტიის დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს უთმობს.

,,არ გვინდა ისე გამოვიდეს, დაპირებები გავცეთ და ვერ შევასრულოთ. მოსახლეობას ვეუბნებით, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში აღდგება სამართლიანობა, რაც დღევანდელმა ხელისფულებამ ვერ მოახერხა,“– განუცხადა knews.ge-ს ნოდარ ქაჩლიშვილმა.