ახალი ამბები

გურჯაანში ,,პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები შავად შეღებეს

როგორც knews.ge-ს გიორგაძემ განუცხადა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისი სააგიტაციო მასალა მასობრივად დააზიანეს. დეპუტატობის კანდიდატი მომხდარი ფაქტის დაუყონებლივ გამოძიებას მოითხოვს. 
,,დღეს დილით ვნახე, რომ თითქმის ყველა ჩემი პლაკატი დაზიანებული იყო. სააგიტაციო მასალაზე ჩემი სახე და საარჩევნო ნომერი შავი საღებვით იყო დაფარული. ყველაზე მეტი პლაკატი სოფელ კოლაგში იყო დაზიანებული. არა მარტო ჩემი, არამედ სხვა პარტიების კანდიდატების პლაკატებიც იყო დაზიანებული და შეღებილი. ვერ გეტყვით, ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა ეს და ხელს ვერავის ვერ დავადებ. მოვითხოვ, ეს ფაქტი სასწრაფოდ გამოიძიონ. პარტიებმა კი უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორი აქტივისტები და თანამშრომლები ჰყავთ აყვანილი. ბოლო პერიოდში სხვა ოპოზიციური პარტიების პლაკატების დაზიანებას სისტემური ხასიათი აქვს. ჩვენ შეზღუდულები ვართ პლაკატების რაოდენობაში, არ გვაქვს იმდენი რაოდენობა, როგორც მმართველ პარტიას. იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც ჩემს პლაკატებზე მმართველი პარტიის კანდიდატის პლაკატი იყო გადაკრული”,– განუცხადა Knews.ge-ს ნათია გიორგაძემ.