ახალი ამბები

ცესკო-მ საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

ბიულეტენები 8 სტამბაში დაიბეჭდება, რომლებიც აღჭურვილია ვიდეო-სათვალთვალო სისტემით. ბეჭდვის პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკონტროლებენ. 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დაახლოებით 7 მილიონზე მეტი ბიულეტენის ფორმა მზადდება. იქნება ორი ტიპის ბიულეტენი მაჟორიტარული და პროპორციული. საქართველოში მცხოვრები უმცირესობებისათვის საარჩევნო ბიულეტენები მათ მშობლიურ ენაზე დაიბეჭდება. ასევე უსინათლოთათვის მზადდება ადაპტირებული ბიულეტენები. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი გუშინ დაიწყო და 6 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.