საგარეჯოს მაჟორიტარი კანდიდატი ხელისუფლებიდან ზეწოლაზე საუბრობს
როგორც knews.ge-ს მამედოვმა განუცხადა, სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი და მისი მომხრეები ხელს უშლიან, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში აწარმოოს.
„სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობაზე ხდება პირდაპირი და ირიბი ზეწოლა, ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატის და მისი მხარდამჭერების მხრიდან. ხალხს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მოგვცემთ, პენსიას მოგიხსნითო. იორმუღანლოს თემის ორი სოფლის რწმუნებული გაათავისუფლეს თანამდებობიდან იმის გამო, რომ ვერ შეპირდნენ ბევრი ხმის მოტანას ოცნების სასარგებლოდ. ოცნების აქტივისტები დადიან და კარდაკარ ფულს არიგებენ. აგრეთვე, საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს ხელს გვიშლიან. ,,ქართული ოცნების“ ხალხმა ჩვენს აქტივისტებს უთხრეს, რომ ქალაქი საგარეჯო ჩვენი ტერიტორიაა, აქ არ უნდა მოხვიდეთო და მათსიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, – განუცხადა knews.ge-ს კაზამფარ მამედოვმა.
დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის მტკიცებით, მისი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია და საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება ხელოვნურად შეუზღუდეს.
,,ჩემს საბანკო ანგარიშებს დაადეს ყადაღა და ერთ თეთრს ვეღარ ვხარჯავწინასაარჩევნოდ. 2010 – 2012 წლებში ვიყავი პოლიტპატიმარი, დამაბრალეს ქრთამის აღების მცდელობა, 14 წელი მომისაჯეს და დამაკისრეს 14 000 ლარი ჯარიმა, მაგრამ მალევე გამოვედი. როცა გამათავისუფლეს მითხრეს, რომ ეს ჯარიმააააღარ უნდა გადამეხადა და პრობლემაც არ შემექმნებოდა მომავალში. მას მერე ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილზე, ასევე, საგარეჯოს საკრებულოში და პრობლემა არც მქონია. რაც გავაცხადე, რომ კენჭი უნდა მეყარა, მერე გაახსენდათ, რომ ჯარიმა მქონდა და დამიყადაღეს ანგარიშები. ეს არის ჩვენთვის უდიდესი ხელისშემშლელი ფაქტორი. ელემენტარული საწვავი რომ ვიყიდო გადაადგლებისთვის და აქტივისტებს ხელფასი გადავუხადო, ამის საშუალება არ გვეძლევა’’, – განუცხადა Knews.ge-ს კაზამფარ მამედოვმა.

