ფერმერები პროდუქტის გასაღების ბაზრებს ითხოვენ
სოფელ ყიტაანის მოსახლეობა სარეალიზაციო ბაზრების არ არსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას და რაიონის მომავალ დეპუტატს დახმარებას აქედანვე სთხოვს. როლანდ ძებისაშვილს 10 ტონა გოგრის მოსავლის გაყიდვა უჭირს. მისი განცხადებით, არ იცის სად წაიღოს წლის მოსავალი.
,,ამდენი შრომა სჭირდება რომ მოსავალი მოვიყვანოთ. მაგალითად, გოგრა მიწაზე რომ დაალაგო, დალპება, არც ყინვა უხდება. არადა, ჯერ გაყიდვის სეზონი არ აქვს, მაგრამ სად წავიღო, იძულებული ვარ, რომ ჩალის ფასად გავყიდო. როგორ შეიძლება, რომ გლეხებს, რომლებსაც მუშაობა არ ეზარება მათ გასაყიდი ბაზრები არ ქონდეს, მოგვხედონ, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვიგვარონ. რა მნიშნელობა აქვს რა კულტურას მოიყვან, ფასი აქვს რამეს?“, – ამბობს როლანდ ძებისაშვილი.

