ახალი ამბები

სოფელ ყიტაანში მომავალ დეპუტატს დაწყებითი სკოლის გახსნას სთხოვენ

ყიტაანელების მთავარი პრობლემა სოფელში საჯარო სკოლის არ არსებობაა. მოსახლეობა მომავალი მაჟრიტარი დეპუტატისაგან პრობლემით დაინტერესებას და მის მოგვარებას ითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ ყიტაანის სკოლა ჩუმლაყის სკოლას 9 წლის წინ მცირე კონტიგენტისა და განათლების მაშინდელი მინისტრის კახა ლომაიას გადაწყვეტილების საფუძველზე შეუერთდა. მას შემდეგ ბავშვები ყოველ დილით მეზობელი სოფლის სკოლაში დადიან. ადგილობრივების განცხადებით, სანამ სოფელში ტრანსპორტი ივლიდა, ბავშვები ფეხით 5 კილომეტრს გადიოდნენ.

,,საარჩევნოთ რომ მოდიან და მოსახლეობას ხვდებიან, არ შეიძლება, რომ ჩვენი თხოვნაც გაითვალისწინონ? რამდენი წელია სკოლის გახსნაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ უშედეგოდ. არადა, შენობა ფუჭდება მიუხედაობით. ხომ შეიძლება, დაწყებითი კლასები მაინც გახსნან? დაწყებითი კლასების ბავშვები ელოდებიან უფროსკლასელებს როდის დაამთავრებენ გაკვეთილებს 3 საათამდე, რომ სოფელში დაბრუნდნენ, რადგან ტრანსპორტი ერთხელ დადის და მოყავს ბავშვები. მომავალი დეპუტატი ვინც იქნება, ვთხოვთ, რომ დაინტერესდეს ჩვენი სოფლის პრობლემებით და მოგვხედოს, დაწყებითი კლასები მაინც გაგვიხსნან, სკოლის შენობა დგას და მიუხედავობით ფუჭდება“, – აცხადებს მერაბ თოგოშვილი.