ახალი ამბები

სოფლებში მოსახლეობის ინფორმირების დონე დაბალია

,,ვახსენდებით არჩევნების წინ და რომ მოდიან მარტო თავის დაპირებებზე გვესაუბრებიან. ჩვენი ხმები რომ უნდათ, რატომ პრობლემების მოგვარებაზე არარ ზრუნავენ მერე სკმაზე რომ დაჯდებიან? არავის ვასხოვართ“, – აცხადებს აჟდარ მუსტაფაევი.

ექსპერტები საარჩევნო საკითხებში აცხადებენ, რომ სოფლებში მნიშვნელოვანია საინფორმაციო–საგანმანათლებლო შეხვედრების მოწყობა და მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არჩევნების პროცედურების შესახებ.

,,მოსახლეობა უნდა ფლობდეს ინფორმაციას საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ვის ირჩევენ და რატომ. უნდა ხდებოდეს მოქალაქეთა ინფორმირებულობის ზრდა და მათი გააქტიურება, რათა მათ შეძლონ გააზრებული, დემოკრატიული არჩევანის გაკეთება და შემდგომ პროცესებში მონაწილეობა“, – განაცხადა პაატა ცნობილაძემ.

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს არ იცნობს, ინფორმაცია არ აქვთ საარჩევნო პროგრამის შესახებაც.