ახალი ამბები

ლოპოტა სპა რეზორტს MICHELIN Guide-მა ოფიციალურად მიანიჭა „მიშლენის გასაღები”

ლოპოტა სპა რეზორტს MICHELIN Guide-მა ოფიციალურად მიანიჭა „მიშლენის გასაღები“ (MICHELIN Key).

ლოპოტას ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ სტატუსით ლოპოტა მსოფლიოს რჩეული სასტუმროების სიაში შევიდა.

,,ეს არის დასტური, რომ ჩვენი სერვისი, გარემო და ქართული სტუმარმასპინძლობა უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„მიშლენის გასაღები“ ენიჭებათ სასტუმროებს ანონიმური ინსპექტირების შედეგად, მხოლოდ გამორჩეული ხარისხისა და გამოცდილების შემთხვევაში.

მსგავსი საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ლოპოტას განვლილი გზისა და ძალისხმევის ფონზე: 17 წლის წინ ჯერ კიდევ დაუჯერებელ იდეად შეფასებული ადგილობრივი წამოწყება, დღეს მსოფლიო ხარისხის სტატუსს ფლობს.

ეს შედეგი ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ყოველდღიური შრომის დამსახურებაა”,-აცხადებენ ლოპოტას ადმინისტრაციაში.