რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს 1-ელი იანვრიდან
2026 წლის 1-ელი იანვრიდან კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ატაპობრივად ძალაში შედის.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება:
ცხოველის ავადობის შემთხვევაში ის გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში;
დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევაში უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის ვეტერინარული მეთვალყურეობა იზოლირებულად.
საზოგადოებრივი სავრცის დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება;
აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი;
ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევისთვის განსაზღვრული რეგულაციები ძალაში რამდენიმე ეტაპად შევა.
საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდს მოიცავს

