ახალი ამბები

სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

2 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში, ეკლესიის უბანში, დაიწვა საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული ოჯახი დახმარებას საჭიროებს.

,,დაეწვათ ბევრი რამ. რაც გადაურჩათ ცეცხლს, წყალმა გაუფუჭათ. სჭირდებათ ყველაფერი. ვისაც რითი შეგვიძლია დაუდგეთ გვერდში. ოჯახში 2 არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. არც ავეჯი აქვთ, არც ზეწრები, ბალიშები პლედები. ვისაც რის საშუალება გაქვთ, დაუდგეთ გვერდში. სიკეთე გადამდებია. მადლობა ყველას, გააზიარეთ პოსტი”.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

თუ დახმარებას გადაწყვეტთ, მოგვწერეთ და დაზარალებული ოჯახის საკონტაქტო ნომერს გაგიზიარებთ.