რადიო ჰერეთის პირდაპირ ეთერში დეპუტატობის კანდიდატს სცემეს
“ჰერეთის” ინფორმაციით, პარტიის “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” დეპუტატობის კანდიდატს ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
,,მოულოდნელად რადიოს ოფისში შემოვარდნენ ჩვენთვის დაუდგენელი პირები და პირდაპირი ეთერის ჩაშლა სცადეს. ამ წუთებში მდგომარეობა დასტაბილურდა და ეთერი გრძელდება”, – განაცხადეს რადიოში. ჰერეთის ეთერში გამთულ დებატებში ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის 12 კანდიდატიდან მონაწილეობს 7 პრეტენდენტი: ვახტანგ მჭედლიძე – “თავისუფალი დემოკრატები”, ლაშა დვალიშილი – “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის”, ალექსანდრე ვარდოსანიძე- დამოუკიდებელი კანდიდატი, გურამ მაჭარაშვილი – “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”, გურამ კაკალაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. თენგიზ თუთისანი – დამოუკიდებელი კანდიდატი, არჩილ როსეფაშვილი – “საარჩევნო ბლოკი ირმა ინაშვილი დავით თარხან მოურავი გაერთიანებული ოპოზიცია” და ისაკო ცქიფურიშვილი – “ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძაობა”.
რადიო ,,ჰერეთი” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომები ორგანიზაციის მიმდებარე ტერიტორიაზე.