გურჯაანში ,,რესპუბლიკური პარტიის” წევრებმა ორგანიზაცია დატოვეს
,,2012 წლიდან ვიყავით პარტია ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები რესპუბლიკური პარტიიდან. ვტოვებთ ,,რესპუბლიკურ პარტიას” და ვრჩებით ,,ქართული ოცნებაში”. არ ვუჭერთ მხარს რესპუბლიკური პარტიის მიერ აღებულ კურსს”, – განაცხადა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრმა დავით მურაკაშვილმა.
ფაქტს გამოეხმაურა გურჯაანის ,,რესპუბლიკური პარტიის,, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად ყვირალაშვილი. ის ხელისუფლების მხრიდან ყოფილ რესპუბლიკელებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ საუბრობს.
,,8 საჯარო მოხელემ დატოვა პარტია. მათ აიძულებდნენ ამ ნაბიჯის გადადგმას და ეუბნებოდნენ, რომ თუ არ დატოვებდნენ პარტიას, განთავისუფლდებოდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. რაც შეეხება ჩვენ პილიკური კურსს, არის ცალსახად პროდასავლური”, – აღნიშნა ზვიად ყვირალაშვილმა.