ევროკავშირმა საუკეთესო მეწარმე ქალი-ინოვატორის გამოსავლენად ჯილდო დააწესა
ორგანიზაცია “ჰორიზონტი 2020”-ის ინფორმაციით, ამ წლის ჯილდო გადაეცემა გამორჩეული მიღწევების მქონე ქალ-მეწარმეებს, რომლებმაც მოახერხეს გამორჩეული ინოვაციების ბაზარზე გატანა.
“ამ ჯილდოს მიზანია, აამაღლოს ცნობიერება ქალი-მეწარმეების საჭიროებასთან დაკავშირებით და ასევე, შთააგონოს სხვა ქალები, რომ მათ მიბაძონ ამ წლის ჯილდოს კონკურსი ღიაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ასოცირებულ ქვეყნებში მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების მქონე ქალისთვის, რომელმაც დააფუძნა ან თანა-დააფუძნა მინიმუმ 100,000 ევროს ბრუნვის მქონე კომპანია”,– განაცხადეს ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, ახალი თაობის წარმოსაჩენად, 2017 წლის კონკურსის ფარგლებში, ნიჭიერი ახალგაზრდების კატეგორიაში გაიცემა „ამომავალი ინოვატორების“ ჯილდო, რომელშიც მოიაზრება 30 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე ქალი-მეწარმეები (ენტერპრენერები).
I ჯილდო გაიცემა 100 000 ევროს ოდენობით, მეორე ადგილზე გასულს გადაეცემა 50 000 ევრო, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მიიღებს 30 000 ევროს. “ამომავალი ინოვატორის ჯილდოს” ღირებულება 20 000 ევროა.
ქალი ინოვატორებისთვის 2017 წლის ევროკავშირის ჯილდოს მოსაპოვებლად საბუთების მიღება დაწყებულია და განაცხადების მიღება ევროკომისიაში შესაძლებელი 2016 წლის 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.
კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამ ბმულზე:http://horizon2020.ge/eu-prize-for-women-innovators/.