22 სექტემბერს ,,ქართული ღვინის კვირეული“ იწყება
გასულ წლებში ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს ქართული ღვინის კვირეული გაიმართება. ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში,22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით არაერთი ღონისძიება გაიმართება. მოეწყობა ღვინის გამოფენა-დეგუსტაციები, პრეზენტაციები, ღვინის ტურები, კინოჩვენება. თელავსა და მარნეულში გაიმართება ღვინის ფესტივალები. ჩატარდება ღვინის კონკურსი, რომლის გამარჯვებულსაც საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის ორდენი გადაეცემა.