კახეთში 50 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად გრძელდება და ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. განვლილ დღე-ღამეში კვლავ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი და6 400 ტონას მიაღწია, რაც მიმდინარე რთველის სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 18 ათასი ტონა, ყვარელი – 12 ათასი ტონა, თელავი – 10,4 ათასი ტონა, სიღნაღი – 6,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,4 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 808 ტონა,საგარეჯო – 544 ტონადა ახმეტა – 414 ტონა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 58 ღვინის კომპანია, მათ შორის,12სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:
კახეთის რეგიონში რქაწითელზედა კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე – 0,45 ლარი;
საფერავზე – 1 კგ-ზე – 0,20 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონშიმუჯურეთული/ალექსანდროულზე – 1 კგ-ზე – 2 ლარი.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.
რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზეhttp://georgianwine.gov.ge/statistic დაhttp://rtveli2016.gov.ge/statistic.