გურჯაანში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა
,,9 აპრილის ქუჩაზე, #47–ში მდებარე კორპუსს ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა. ადგილზე ვიმყოფებოდი და გავეცანი სიტუაციას თუ რა ზარალი მიადგა შენობას და რა სახის სამუშაო სჭირდება. მიყენებული ზარალი დიდი არ არის, შესაბამისად, ჩვენი ძალებით ვუზრუნველყოფთ საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოებს. ამ ეტაპზე, შენობა უკვე დროებით არის გადახურული, რომ წვიმა არ ჩავიდეს და ხვალიდან დავიწყებთ კორპუსის სახურავის სრულად გადახურვის სამუშაოს”,–განაცხადა knews.ge-სთან გია გერგიძემ.
გამგებლისვე განცხადებით, სტიქიამ ზარალი მიაყენა სოფელ ახაშენსაც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავი. სტიქია ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ამ წუთებში კი, რაიონში სიმშვიდეა.