გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატი კოლეჯის პედაგოგებს შეხვდა
პროფესიული კოლეჯი „აისის“ პედაგოგებმა ძირითად საკითხად განათლების ხარისხის გაზრდა და კაჭრეთში მდებარე პურკომბინატის ამუშავება დაასახელეს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში განვითარდეს საოჯახო მარნების ბიზნესიც.
„ძალიან მნიშვნელოვანია განათლებისა და კულტურული ცხოვრების განვითარება. ადამიანი სულიერი და გონებრივი საზრდოს გარეშე არაფერს წარმოადგენს. მე მაქსიმალურად ვეცდები, გურჯაანში იყოს თითოეული ადამიანისთვის შესაფერისი გარემო, მათი სწრაფი განვითარებისთვის. მუნიციპალიტეტს სჭირდება ასეთი სასწავლებლების სიმრავლე და მე გპირდებით, მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდში, როგორც დეპუტატი“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.