კახეთის ახალი გუბერნატორი საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს
შეხვედრაზე ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა რამდენიმე ძირითად საკითხზე. Knews.ge-ს კითხვაზე გეგმავს თუ არა უწყებაში საკადრო ცვლილებეს, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ იგი მოქმედ თანამრომლებთან ერთად მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
,,იმავე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც აქამდე იყო. ამ ეტაპზე ჩვენთვის პირველი და მთავარი ამოცანაა რთველის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩატარება. ასევე წინ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიზრუნებთ, საარჩევნო პროცესებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს”,-განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე განცხადებით, სამომავლოდ მთავრობასთან ერთად ამბიციური ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელებას გეგმავს. ,,ჩვენი ამოსავალი
წერტილია ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ვაგრძელებთ იმ სამუშაოებს, რაც დღემდე ტარდება და მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შედეგებს მივაღწევთ”,-აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. ქადაგიშვილი 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში კახეთის მიმართულების კურატორად მუშაობდა. რეგიონის პირველი პირის პოსტი მაინც შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი შიოლაშვილმა საქართველოს მთავრობის #1816 2016 წლის 9 სექტემბრის განკარგულების თანახმად თანამდებობა დატოვა. შიოლაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გახდა. იგი, პარტია ,,ქართული ოცნებიდან” სიღნაღი –დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე 2013 წელს დაინიშნა, მანამდე ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.