სტატიები

მიწაზე საკუთრების რეგისტრაცია გამარტივდა (R)

ინიციატივამ მოქალაქეების მა­ღალი ინტერესი გამოიწვია, რაც პირველი თვის შედეგებითაც დას­ტურდება: პირველი აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 გან­ცხადება შევიდა. აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარე­შე მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირა. 25 743 შემთხვე­ვაში საჯარო რეესტრმა მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დას­რულდება, 4 648 განცხადება კი შესწავლის პროცესშია.

„მინდა, ამ უპრეცედენტო და მო­ქალაქეზე ორიენტირებული რე­ფორმის წარმატებისათვის კვირაში 7-დღიანი და თავდადებული მუშაო­ბისათვის განსაკუთრებული მადლო­ბა გადავუხადო საჯარო რეესტრის თითოეულ რეგისტრატორს, კადას­ტრისა თუ ახალი ტექნოლოგიების თითოეულ სპეციალისტს, იურისტს, არქივის, არქივირების და სკანერზე მომუშავე თანამშრომელს. როდესაც ჩვენ ამ რეფორმის კანონპროექტს ვწერდით, ვიცოდით, რომ მისი პრა­ქტიკაში განხორციელება დიდი გამოწვევა იქნებოდა საჯარო რეეს­ტრისათვის. მიხარია, რომ დღეს თა­მამად შემიძლია, მადლობა ვუთხრა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოქალაქის ინტერესში წარმატებუ­ლი მუშაობისათვის. ეს რეფორმა მთლიანად ცვლის საჯარო რეესტრს და მას მოქალაქის მეგობრად აქცე­ვს“, – განაცხადა იუსტიციის მინის­ტრმა თეა წულუკიანმა პროექტის ერთთვიანი შედეგების შეჯამებისას. რეფორმის დაწყების მიზეზი მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებუ­ლი პრობლემები გახდა. პირველი აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხო­ლოდ 25% იყო რეგისტრირებული.

რეფორმას დადებითად აფასებს ექსპერტი დავით თამარაშვილი:

,,მიწის პატარა ფართობების მესა­კუთრეებს კარგი შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ამ პროგრამით და საკუთრების რეგისტრაციის პრო­ცესი დააჩქარონ. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ცალსახად ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიწის ბაზრის განვითარე­ბას, რაც აგროსექტორის განვითარე­ბის ერთ-ერთი წინაპირობაა. იმედი მაქვს, ეს პროცესი მოიცავს ქართულ მიწებს მთელი ქვეყნის, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტე­რიტორიაზე. ამ ტერიტორიებიდან წამოსულ დევნილებს აქვთ მიწის ნაკვეთები და საკუთრების უფლება, რომელსაც შესაბამისი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაცია სჭირ­დება, რაც ქართულ სახელმწიფოს ადრე თუ გვიან მისცემს იურიდიული ბრძოლის წინაპირობებს, რადგან რაც ფაქტობრივადაა დათმობილი, ის იურიდიულად არ უნდა იქნეს აღიარებული“,– აცხადებს ის.

სიახლის შედეგად დოკუმენტებში არსებული უმნიშვნელო ხარვეზე­ბი (გვარის შეუსაბამობა, უზუს­ტობა ასოებში და ა.შ.), რის გამოც ზოგიერთი მოქალაქე მიწის რეგის­ტრაციას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა, ხელისშემშლელი გარემოება აღარ არის, რასაც ფერმერი თემურ მარგალიტაშ­ვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

,,აქამდე ქაოტურად ხდებოდა მიწის რეგისტრაცია, ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ერთი დოკუმენტის მოწეს­რიგებას. მაგალითად, წინაპრების დანატოვარი მიწები დღეს ძალიან ბევრს ისევ არ აქვს დარეგისტრი­რებული. კარგი შანსია ჩვენთვის. ვაპირებ, გამოვიყენო და ყველა დოკუმენტი წესრიგში მოვიყვანო“,– ამბობს მარგალიტაშვილი.

საჯარო რეესტრი რეგისტრაციის­თვის საჭირო დოკუმენტებს სხვა­დასხვა უწყებიდან მოქალაქეების ნაცვლად თავად იძიებს. ამასთან, სახელმწიფო მესაკუთრეებს და­ვების მოგვარებაშიც ეხმარება. რეფორმის ფარგლებში მოქმედებს სანოტარო მედიაცია, რომელიც მო­ქალაქეებს წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლოს გარეშე მოგვარებას სთავაზობს. ასევე, რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც: იმ შე­მთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღ­ვრები და ა.შ. არ დგინდება ან სადა­ვო სიტუაცია ჩნდება, საჯარო რეეს­ტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავად მიმართავს და პროცესში ამ უწყების წარმომადგენელს რთავს.

პროექტის ფარგლებში უფასოდ ისარგებლებთ შემდეგი მომსახურე­ბებით: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელ­მოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატა­ცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრა­ცია; საკადასტრო აზომვითი ნახა­ზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც გულისხმობს ელექტრონული ნახა­ზის გარეშე არსებული მონაცემე­ბის დაზუსტების მიზნით ცვლი­ლების რეგისტრაციას უფასოდ). საკუთრების უფლების დადგენის პროცესში ჩართულია მუნიცი­პალიტეტი როგორც ადგილზე არსებული ინფორმაციის ყველაზე ეფექტური წყარო. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტე­რიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. და­მატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405 ან ელექტრონული ფოსტით: info-napr.gov.ge mailto:info-napr. gov.ge