სტატიები

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, ფრანგული ინვესტიციის ფარგლებში,  მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საფრანგეთის მხარესთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.