ირაკლი სესიაშვილი – არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება
მისივე თქმით, ქვეყანამ უნდა განახორციელოს ყველა ის რეფორმა, რაც ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.
,,ჩვენ უკვე ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, რომ ნატოს წევრები გავხდეთ. ახლა საჭიროა, რომ განვახორციელოთ ყველა ის რეფორმა, რაც წაადგება ქვეყანას და ნატოში გაწევრიანებას. ეს ქვეყანას მოუტანს სტაბილურ უსაფრთხოებას, რასაც ავტომატურად მოყვება სწრაფი განვითარება. ჩვენ სერიოზული გზავნილები მივიღეთ როგორც ნატოს გენერალური მდივნისგან, ასევე ჩრდილო ატლანტიკური საბჭოსაგან. ყველა ერთხმად ხაზს უსვამს, რომ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია. მათ და ყველას არათუ მხოლოდ მოლოდინი აქვთ, არამედ დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება. ეს მაძლევს იმისი თქმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება და რომ ამ ნაბიჯებით ვუახლოვდებით ნატოში გაწევრიანებას”,-განუცხადა knews.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა.