სტატიები

ამომრჩეველთა სიის სრულყოფა თავად ამომრჩეველს შეუძლია

ელვინის მსგავსად საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ ვებ-გვერდზე – ვოტერს.ცეც.გოვ.გე და „ანდროიდის“ სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის/ პლანშეტის გამოყენებით პირადი ნომრისა და გვარის მითითებით.

გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: მათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლიათ. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა.

საარჩევნო სიის კორექტირება ყოველი არჩევნების წინ ამომრჩევლის მიგრაციის, საცხოვრებლის შეცვლისა და  გარდაცვალების მიზეზით ხდება.  როგორია სიების კორექტირების პროცესი 206 წლის არჩევნების წინ.  რა კონკრეტულ ცვლილებებს განიცდის ამომრჩეველთა სია და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული სიის კორექტირება, ამ საკითხებზე რამდენიმე სპეციალისტი გამოვკითხეთ.

ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მიზნით, საყოველთაო გადამოწმების, ე.წ,   „კარდაკარის” პრინციპი ჯერ კიდევ  2011 წლის 15 ნოემბერს, პრეზიდენტის  ბრძანებულებით შეიქმნა. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ  ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცესი  დაიწო, თუმცა სიები მუდმივად ცვლილებას განიცდის და ამომრჩეველთა ერთიანი სია ყოველი არჩევნებისთვის საჭიროებს კორექტირებას და მასში ცვლილებების შეტანას.

მოსახლეობის მიგრაცია, საცხოვრებლის შეცვლა, გარდაცვალება, და სხვა ფაქტობრივი მიზეზები, შეუქცევადი პროცესია,  რის გამოც კონკრეტული უბნის ამომრჩეველი ხმას ვერ მისცემს იმ უბანზე, სადაც ყოველთვის იყო რეგისტრიებული და, ამდენად, საჭირო ხდება ამომჩეველთა სიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.   ამ თვალსაზრისით, არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს გამონაკლისს.

სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის წარმომადგენელი იოსებ ბორცვაძე აცხადებს, რომ სიების გადამოწმებისას გარკვეულ უბნებზე აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი  საზღვარგარეთ იმყოფებოდა, თუმცა ისინი კვლავაც ამომრჩეველთა სიაში ირიცხებოდნენ.

თელავის რაიონის სოფელ შალაურის N40 და N47-ე  საუბნო საარჩევნო კომისიების მაგალითებიდან ირკვევა, რომ ამომრჩეველთა სიაში შეცდომები და ხარვეზები მოწმდება და კორექტირდება.

საარჩევნო უბნის რეგისტრატორი  გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ  ამომრჩეველთა  სიაში შეცდომის არსებობა გამორიცხულია, რადგან შალაურის ორივე უბანი სრულად შემოწმდა.„კარდაკარის” პრინციპით რეგისტრატორებმა ყველა ოჯახი შემოიარეს და გადაამოწმეს ყველა ადამიანის პირადი მონაცემები ინდივიდუალურად და შესაბამისი კორექტირებაც ამის მიხედვით შევიდა ამომრჩეველთა სიებში.

„ თითოეულ ოჯახში შევდივართ და ვამოწმებთ, თუ რამდენად შეესაბამება რეალობა სიაში  არსებულ მონაცემებს. როგორც აღმოჩნდა, სტატისტიკა ყოველთვის ერთნაირი არ არის და ყოველწლიურად იცვლება მონაცემები. წელს საზღვარგარეთ წასულთა რიცხვიც გაიზარდა, შეიცვალა გარდაცვლილთა მონაცემებიც და ის ამომრჩევლებიც შევიყვანეთ სიაში, ვისაც 2016 წლის 8 ოქტომბრამდე 18 წელი უსრულდება. შემიძლია თამამდ ვთქვა, რომ ამომრჩეველთა სია სრულყოფილი სახით ჩავაბარეთ საუბნო საარჩევნო კომისიებს.”– განაცხადა რეგისტრატორმა.

კითხვაზე, თუ ვის შეაქვს საბოლოო ცვლილებები ამომრჩეველთა სიაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განგვიმარტეს,   რომ  ცესკოს სიებში არანაირი ცვლილება არ შეაქვს.

„ცესკო ამომრჩეველთა სიებს ადგენს იუსტიციისა და დევნილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ცვლილებები მათ მიერ მოწოდებულ სიებში აღარ შეაქვს, “- განგვიმარტეს საარჩევნო კომისიაში.

ამომრჩეველთა სიის დაზუსტების პროცესი მუდმივია და მას სრულყოფა ყოველი არჩევნების წინ სჭირდება, –  აღნიშნავს ორგანიზაცია  „ სამართლიანი არჩევნების “ თელავის ოფისის კოორდინატორი ნინო პოპიაშვილი, რომელიც  ხაზგასმით მიუთითებს, რომ ამომრჩეველთა სიის სიზუსტისთვის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა იზრუნოს. ამომრჩეველმა  უნდა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ცესკოს ვებ-გვერდის მეშვეობით და თუ ხარვეზს იპოვის, დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის კომისიას.

„გარდა იმისა ,რომ ცალკეული პოლიტიკური პარტიების მიერ ტარდება ე.წ. “კარდაკარი”,  არჩევნების ობიექტურად ჩატარებისთვის უმნიშვნელოვანისი როლი აკისრია თითოეულ მოქალაქეს.  თუ თითოეული მოქალაქე იზრუნებს იმაზე, რომ მისი ხმა იყოს დაცული,  საარჩევნო პროცესი გაცილებით სამართლიანი გახდება,”-ამბობს ნინო პოპიაშვილი.