ირაკლი შიოლაშვილი – სოციალური მიმართულებით ბევრი სამუშაო გვაქვს
შიოლაშვილის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ამ კუთხით აქტიურად დაიწყებს მუშაობას, რადგან სოციალური სფეროში სისტემა ნაწილობრივ გასამართია.
,,ჩემი საარჩევნო კამპანია აქტიურ რეჟიმში გადავიდა. ვფიქრობ, მოსახლეობის ჩემდამი განწყობა საკმაოდ პოზიტიურია. შესაბამისად, ვფიქრობ, ჩემი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი მაღალი იქნება. არის საკითხები, რომელიც მოსაგვარებელია და მოსახლეობას აწუხებს. ეს არის რიგ სოფლებში წყლის სისტემის გაუმართაობა, გზის მოწესრიგება, ინფრასტრუქტურული საკითხები და სხვა. სოფლებში ხალხი ამბობს, რომ ჩემი გუბერნატორიობის პერიოდში გაცილებით მეტია გაკეთებული, ვიდრე ბოლო 20 წელიწადში რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობას ვპირდები, რომ დედოფლისწყაროში ტურისტული მარშრუტების შედგენა დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადი გაიზრდება. შესაბამისად, გაუმჯობესდება ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობა. ჩემი მიზანია ახალი წარმოებების შექმნა და ინვესტორების მოძიება. გარდა ამისა, გამარჯვების შემთხვევაში დავაყენებ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო ტრიბუნიდან, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს”,– განუცხადა knews.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა.