თელავის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სტუდენტებს სიტყვით მიმართეს თესაუს პროფესორ-მასწავლებლებმა, საერთაშორისო ურთიერთობების, ხარისხის უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელებმა. მათ პირველკურსელებს უნივერსიტეტში არსებული სწავლის მეთოდები გააცნეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
სტუდენტებს სწავლის დაწყება ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიულოცეს. 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 21 საბაკალავრო პროგრამაზე გამოცხადებულ 700 ადგილზე 278 აბიტურიენტი ჩაირიცხა.