სტატიები

რთველის მიმდინარეობა კახეთში

განვლილ დღე-ღამეში კვლავ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი  და5 198 ტონას მიაღწია.  კახეთში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 13,4  ათასი ტონა, ყვარელი – 9,3  ათასი ტონა, თელავი – 6,8 ათასი ტონა, სიღნაღი – 6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი –  486 ტონა,საგარეჯო –  430 ტონადა ახმეტა –  234 ტონა.  

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 138ღვინის კომპანია.  ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 56 ღვინის კომპანია, მათ შორის,11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: კახეთის  რეგიონში რქაწითელზედა  კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე  – 0,45 ლარი; საფერავზე –  1 კგ-ზე – 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონშიმუჯურეთული/ალექსანდროულზე –  1 კგ-ზე – 2 ლარი.

 

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501. რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზეhttp://georgianwine.gov.ge/statistic დაhttp://rtveli2016.gov.ge/statistic.