ახალი ამბები ხანუმ ჯეირანოვას ქმარი დღეს პრეზიდენტმა შეიწყალა 16.09.2016 კახეთის ხმა შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, სექტემბერში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ქმრის რამდენიმე ნათესავმა სოფლის თვალწინ სცემა. ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრების მოთხოვნით, პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით საქმე აღძრა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით, ხანუმ ჯეირანოვას ქმარმა აჯი გასანოვმა ოჯახის მიერ ერთ-ერთი ბრალდებული ფეხში დაჭრა, შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. იგი დააკავეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.