კახეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს
კვირიკაშვილის განცხადებით, „ირაკლი ქადაგიშვილი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ის იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, არჩეული იყო თბილისის საკრებულოს წევრად, ასევე იყო კათალიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი. მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ირაკლი ქადაგიშვილი გახლდათ კახეთის მიმართულების კურატორი. მას აქვს სერიოზული გამოცდილება, არის უაღრესად წესიერი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენს გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანი იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
ქადაგიშვილი პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატების” აქტიური წევრი, ხოლო 2012 დან 2014 წლამდე პარტიის თავმჯდომარეც იყო. თუმცა ქადაგიშვილმა პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოსტზე დანიშვნიდან მალევე პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა და კვირიკაშვილთან რამდენჯერმე გამოჩნდა. ირაკლი ქადაგიშვილი არ მალავდა, რომ პრემიერის გუნდის წევრია და არანაირი პარტიული სტატუსი ამ ეტაპზე არ აქვს.