ხვალ კახეთში წვიმასა და ქარს პროგნოზირებენ
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 17 სექტემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა ბარში ღამით – 10-15 გრადუსი, დღისით – 23-28 გრადუსი, მთაში ღამით – 4-9 გრადუსი, დღისით – 19-24 გრადუსი იქნება. რაც შეეხება, 18 სექტემბრის პროგნოზს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსებისვე განცხადებით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ტემპერატურა ბარში ღამით – 9-14 გრადუსი, დღისით – 24-29 გრადუსი, მთაში ღამით – 3-8 გრადუსი, დღისით – 21-26 გრადუსია მოსალოდნელი. 19–დან 22 სექტემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.