ახალი ამბები

სოფელ ლამბალოში სასწავლო პროცესი გადაიდო

სასწავლო პროცესი გადადების მიზეზი სკოლის შენობაა, რომელიც ექსპლოატაციაში გარკვეული მიზეზების გამო დღემდე ვერ შევიდა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში საჯარო სკოლის მშენებლობა შეჩერებული იყო.
როგორც სკოლის მასწავლებლებმა knews.ge-ს განუცხადეს, სოფელში საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების ძველი შენობა 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მეშვიდე წელია ამ სოფლის 1000-ზე მეტი მოსწავლე ოჯახებში მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული. სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მოსწავლეებს ურთულეს პირობებში უწევთ სწავლა.

,,დიდი პრობლემებია, რადგან 1000-მდე მოსწავლე 4 კერძო სახლშია გადანანწილებული და ისე ვასწავლით. გვინდა, რომ სკოლა მალე დაამთავრონ, ცუდ დღეში ვართ”, – განუცხადა Knews.ge-ს ფიზკულტურის მასწავლებელმა ილკარ ოჯახვერდიევმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშის ინფორმაციით, ახალი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო, სპორტული მოედანი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ათი წლის განმავლობაში სოფელ ლამბალოს მოსწავლეები ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული, ხოლო სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.

თვის ბოლოს სოფელ ლამბალოში მცხოვრები 1000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე სწავლას ახალ შენობაში გააგრძელებს.