თელავის თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართა
ღონისძიების ძირითად მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება წარმოადგენდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნათია ქარჩაიძეს განცხადებით, დასაქმების ფორუმზე კახეთის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოს ხელმძღვანელებმა სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვაკანსიები შესთავაზეს და მათ საწარმოში დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს.
“სამუშაოს მაძიებლებს მიეცათ შსაძლებლობა, გაევლოთ გასაუბრება მათთვის სასურველ ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით. პროექტის მონაწილეებმა პირდაპირი კომუნიკაცის გზით დაამყარეს კონტაქტი პოტენციურ დამსაქმებლებთან რაც ძალზე მნიშვნელოანია. ფორუმზე წარმოდგენილი იყო პროექტის ,,შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება’’ შუალედური შედეგები და გაიმართა პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა.”-განაცხადა ნათია ქარჩაიძემ
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორცელდა.