ევროკავშირი ქართული ღვინის ინდუსტრიის მოდერნიზებას დააფინანსებს
- პროგრამა East Invest 2-ი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ის მიზნად ისახავს საქართველოსა და სხვა აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას. ქართულ ღვინოს ისტორია 8,000 წელს ითვლის. ქართული ყურძნის ჯიშები კი 500-ს აღემატება, სწორედ ამიტომ ღვინის ინდუსტრიის განვითარება საქართველოს საექსპორტო პოტენციას ახალ საფეხურზე აიყვანს; 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რამაც ხელშესახები გახადა საქართველო-ევროკავშირს შორის თავიუსფალი ვაჭრობა. აღნიშნული პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები ასოციაცია „ქართული ღვინო“ და ბულგარეთის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატა არიან; სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე 100-ზე მეტი ქართველი მეღვინე დარეგისტრირდება, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავეთა 52%-ი ქალია.
აღმოსავლეთის ინვესტირება 2 რეგიონალური საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების გამარტივების პროგრამაა, რომლის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია ქართული ღვინის ინდუსტრიის მოდერნიზება ევროპული ღვინის მარკეტინგის ცოდნის გაზიარებისა და სტანდარტების დანერგვის გზით.
პროექტის ფარგლებში მოხდა ასოციაციის „ქართული ღვინო“ და ბულგარეთის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის (BCCI) დამეგობრება. პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ონლაინ პლატფორმის შესაქმნელად, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მეღვინეებს საკუთარი პროდუქცია მსოფლიოს ბაზარს გააცნონ, ასევე მიიღონ საჭირო ინფორმაცია ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებზე და ივაჭრონ ევროკავშირის ბაზარზე. ბულგარეთის სავაჭრო პალატა ქართულ მხარეს ღვინის ინდუსტრიაში დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს.
ბაია აბულაძე (26) ახალგაზრდა მეღვინე ქალია იმერეთის რეგიონიდან, რომელიც სხვადასხვა სახეობის ღვინოს აწარმოებს „ბაიას ღვინოს“ სახელით. საქართველოში ტრადიციოლად მეღვინეობა კაცის საქმედ ითვლება. ბაია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქალს შორის, რომელიც კაცებით დომინირებულ საქმიანობას მიჰყო ხელი.
“ქართულ ღვინოს ისტორია 8,000 წელს ითვლის. ქართული ყურძნის ჯიშები 500-ს აღემატება და ამ ხნის განმავლობაში საქართველომ დაამკვიდრა ღვინის წარმოების უნიკალური ტრადიცია“, ამბობს ბაია. „ჩემს ოჯახსაც აქვს მეღვინეობასთან დაკავშირებული ხანგრძლივი ტრადიცია და ჩემი გატაცება მეღვინეობით სწორედ ჩემს ბავშვობას და ბაბუის მიერ მოყოლილ ამბავს უკავშირდება, იმის შესახებ, თუ როგორ მიჰქონდათ ქართველ ჯვაროსნებს ჯავშნით ყურძნის ლერწამი ომში; ბრძოლაში დაცემის შემთხვევაში, მათი სხეული სამშობლოს მიწას შეერწყმებოდა და ვაზიც აღმოცენდებოდა. გადავწყვიტე, მეც ჩემი წვლილი შემეტანა ქართული მეღვინეობის საქმეში.“
დღესდღეობით, ბაია 5 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს წლის განმავლობაში, რომელიც „ბაიას ღვინოს“ სახელითაა ცნობილი. „გენდერული ბარიერები უკვე გადავლახე“, ამბობს ბაია და ეღიმება „ახლა სხვა დაბრკოლების წინაშე ვდგავარ, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს – ხარისხის სტანდარტების დანერგვა და ბაზარზე თავის დამკვიდრება არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული ინოვაციების, სტანდარტებისა და მარკეტინგის შესახებ უახლესი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა.“
ევროკავშირთან2014 წლის ივნისში ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რადგან შეთანხმებამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ, სხვა სიკეთეებთან ერთად, ევროკავშირის ბაზარი ბარიერების გარეშე გახადა ხელმისაწვდომი ქართველი მეწარმეებისთვის.
ახალი პერსპექტივების გამოჩენასთან ერთად, ასოციაციამ „ქართული ღვინო“ ღვინისა და ყურძნის სფეროს შეფასება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ქართული ღვინის მწარმოებლები, ბაიას მსგავსად, ისევე როგორც ღვინის ტურიზმის კუთხით მომუშავე ადამიანები, მოკლებულნი არიან ცოდნას და მხარდაჭერას ინოვაციური პორდუქტების განვითარებისა და ფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხით და იშვიათად თუ აქვთ შესაძლებლობა ევროპელიკოლეგების გამოცდილება გაიზიარონ. ამავდროულად, არ არსებობს პროფესიული, ინფორმაციული და ბიზნეს პლატფორმა ღვინისა და ყურძნის პროდუქციის შესახებ.
სწორედ ამიტომაც, აღმოსავლეთის ინვესტირება 2-ის ფარგლებში ასოციაციის „ქართული ღვინო“ და ბულგარეთის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის (BCCI) დამეგობრებამოხდა, ასევე მოხდება „ღვინის, ღვინის მარკეტინგის და ყურძნის პროდუქციისკომპეტენციის ცენტრის“ პროექტის განხორციელება.
იქმნება ონლაინ პლატფორმა, რომელიც ღვინის მწარმოებლებზე ძირითადი ინფრორმაციის გავრცელების გარდა, ადგილობრივი ვენახების პოპულარიზაციას მოახდენს. ინტერვიუს საფუძველზე შერჩეულ იქნა 100 კომპანია,ძირითადად კახეთისა და ქართლის რეგიონიდან, რომელთა პროდუქციაზე, ფასებსა და ექსპორტის შესაძლებლობებზე ინფორმაცია, ვებგვერდზე იქნება განთავსებული.
იმისათვის, რომ პლატფორმა უფრო მდგრადი გახდეს, ასოციაცია „ქართული ღვინო“ გეგმავს ვებგვერდის პოპულარულ ტურისტულ პორტალთან – http://georgianwine.travel/დაკავშირებას, რაც გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას; ეს ყოველივე კი ახალი თანამშრომლობებისა და პარტნიორული შესაძლებლობების განვითარების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ღვინის, ყურძნისა და ღვინის ტურიზმის სფეროებში.
„ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან DCFTA-ს მოთხოვნების შესახებ ინფორმირებულობის თვალსაზრისიით.“ ამბობს ბაია. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პლატფორმის ამოქმედებიდან, რაც დეკემბრისთვისაა დაგეგმილი, ყველა მწარმოებელს შეეძლება დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება; უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების ასპექტებთან უკეთ გაცნობის შემდეგ, უფრო მეტი მწარმოებელი შესძლებს საკუთარი ნაწარმის ევროპაში ექსპორტირებას. ვიმედოვნებ, რომ „ბაიას ღვინო“ უფრო ფართო საერთაშიროსო მომხმარებლების ქსელისთვის გახდება ხელმისაწვდომი აღნიშნული პორექტის მეშვეობით და საქართველო შეძლებსქართული ღვინის 8,000 წლიანი ტრადიციისთვის, წარმატებული გაგრძელების პოვნას.“