ვასილ კევლიშვილი – ჩემს სააგიტაციო მასალებს მიზანმიმართულად ანადგურებენ
მისი ინფორმაციით, გარკვეული ჯგუფები სხვადასხვა სტრატეგიულ ადგილებზე გაკრულ პლაკატებს გამიზნულად ანადგურებენ. კევლიშვილისვე განცხადებით, აღნიშნული ვანდალური ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებულ ფოტო და ვიდეო მასალას სამართალდამცავ ორგანოებს უახლოეს ხანში წარუდგენს.
,,ჩემს სააგიტაციო მასალებს შეგნებულად ანადგურებენ, სხვადასხვა ობიექტიდან ხსნიან პლაკატებს, ხევენ და აზიანებენ. შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელი მეშლება. ყველამ კარგად იცის დამოუკიდებელ კანდიდატებს რა მწირი ფინანსური რესურსი გვაქვს, ძალიან გვიჭირს სააგიტაციო მასალის დამზადება, დაბეჭვდა და გაკვრა. მაგალითად, სოფელ კურდღელაურში პლაკატები 6 სექტემბერს გავაკარით ჩვენს ოფისთან ახლოს, მეორე დღესვე იყო დაზიანებული. იმ დღესვე ხელახლა გავაკარით, მაგრამ ისიც დააზიანეს. ჩვენ გვაქვს ვიდეო და ფოტო მასალები და ვაპირებთ, რომ შესაბამის სამსახურებს მივაწოდოთ, შევიტანთ სარჩელს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადებში. ვის და რატომ სჭირდებოდა ჩემი პლაკატების დაზიანება არვიცი, თუმცა ფაქტია, ადგილი აქვს კანონდარღვევას და რეაგირება უნდა მოახდინოს სახელმწიფომ’’,– განუცხადა Knews.ge-ს ვასილ კევლიშვილმა.