გიორგი ხაზიური – ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება
დეპუტატობის კანდიდატი გამოეხმაურა კაჭრეთის ზონის ყოფილი უფროსის ხატია ბურდულაძეს გუშინდელ განცხადებას პარტიის დატოვების შესახებ. ხაზიურის ინფორმაციით, ბუდულაძეს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველეზე პარტია არ დაუტოვებია.
,,ჩვენი პარტიის კაჭრეთის ზონის ყოფილი უფროსი მხარდამჭერებთან ერთად პარტიიდან გაუშვეს იმის გამო, რომ აპირებდა ,,ქართულ ოცნებაში” გადასვლას, ეს ჩვენთვის ცნობილი გახდა. სიცრუეა ის, რომ მასთან ერთად 25–მა წევრმა დატოვა პარტია, აქ მხოლოდ 9 ადამიანზეა საუბარი. ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ ზეწოლა განხორციელდა ჩვენი პარტიის ჭანდრის ზონის ყოფილ უფროსზე რობერტ არაყიშვილზე და კარდენახის ზონის ყოფილ უფროსზე მალხაზ მღებრიშვილზე. ასევე, დაფიქსირდა ,,ქართული ოცნების” კანდიდატის დავით სონღულაშვილის მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი”,–განაცხადა გიორგი ხაზიურმა მედიისთვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.