,,ლეიბორისტული პარტიის’’ თელავი–ყვარლის დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, იგი თელავსა და ყვარელში კარდაკარის პრინციპით თმამომრჩეველს შეხვდება, საკუთარი ხედვებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს
,,აქტიურად ვიწყებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ვაპირებ კარდაკარ სიარულს, ყველა ოჯახში მივალ და შევხვდები ამომრჩეველს. არ ვაპირებ, მათ ვინმე გავუგზავნო და ტყუილებს დავპირდე. მოსახლეობასთან შეხვედრები თელავიდან დავიწყე და ჩავალ ყვარლამდე. არ ვივლი ბოლო მოდელის მანქანით, მე მათთან მივალ ფეხით და დავპირდები იმას, რაც არის რეალური და მართლაც გასაკეთებელი. თელავის მუნიციპალიტეტს აქვს საგანძური – სოფელი კისისხევი, სადაც არის 100–ზე მეტი ისტორული ძეგლი. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ სწორედ ამ ისტორიული ძეგლების მონახულებას შევთავაზებთ ტურისტებს იმისთვის, რომ განვითარდეს ტურიზმი. გარდა ამისა, ,,ლეიბორისტული პარტიის“ მთავარი მიზანი და დაპირება სოფლის მეურნეობის განვითარებასა და გადარჩენაზე ზრუნვაა’’,– განუცხადა knews.ge–ს აკაკი ჯიყაშვილმა.