www.partiebi.ge–ზე საარჩევნო პროგრამები 14 სექტემბრიდან განთავსდება
როგორც Knews.ge-ს თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ შარვაშიძემ განუცხადა, ვებ-გვერდის მიზანია, ხელი შეუწყოს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ინფორმირებას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
,,ვაგრძელებთ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას ჩვენი პროექტის – partiebi.ge–ს ფარგლებში. საიტზე განთავსდება პოლიტიკური პარტიების პროგრამები. გარდა ამისა, პარტიების წარმომადგენლები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე 25 კითხვას გასცემენ პასუხს. ვებ–გვერდის მუშაობა მნიშვნელოვანია იმით, რომ თვითოეული პოლიტიკური ძალის ხედვებსა და პროგრამებს ნახავს საზოგადოება რაც ხელს შეუწყობს ამომრჩეველს ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პროგრამები“, –განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვებ–გვერდი საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.