დედოფლისწყაროში ვენახებთან მისასვლელი “ქუმბათის” გზა მოიხრეშა
ქალაქის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 40 ათასი ლარი დაიხარჯა.
,,ქუმბათის ტერიტორია, სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მაგრამ ამ გზას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც იყენებს, რადგან მათი ვენახები აქ მდებარეობს. ტერიტორია ფაქტობრივად, გაუვალი იყო. ორმოების გამო ტრანსპორტით შეუძლებელი იყო გავლა, პრობლემა ექმნებოდა დიდ მანქანასაც მოსავლის გამოტანის დროს. გზის მოხრეშის შემდეგ ყურძნის მოსავალის ასაღებად პატარა, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილდება”,–განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.