გიორგი ხაზიური – დეპუტატის შესახებ მითს დავამსხვრევ
სოფელ მუკუზნის მაცხოვრებლებთან მან ყურძნისა და ატმის დაბალ ფასებზე, საბანკო პოლიტიკაზე, საპენსიო რეფორმასა და სოციალური დახმარების შესახებ საკითხებზე ისაუბრა.
,,დეპუტატი უნდა იცოდეს რა ხდება თითოეულ სოფელში და მუდმივად უნდა ჩააბაროს ანგარიში თავის ხალხს. ჩემი მხარდაჭერით მოსახლეობა საკუთარ თავს მისცემს ხმას. ჩვენ მხოლოდ ხალხის პროექტი ვართ. საბაზრო ეკონომიკის დროს თუ ბიზნესის ხელშეწყობა არ მოხდა, არ აშენდა ხილის გადამამუშებელი საწარმოები, სამაცივრე მეურნეობები, ადამიანებს ვერ დავასაქმებთ. ბიზნესმენი ვარ და ვიცი როგორ ზარალდება ხალხი სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგად“,–განაცხადა ხაზიურმა.
,,მე მივიღე პასუხი იმ კითხვებზე, რაც მაინტერესებდა. კარგი იქნება თუ ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატი მოითხოვს იმ კანონის გადახედვას, რომელიც არასრულფასოვანი კვების ან ძალადობის შემთხვევაში ბავშვის მშობლისგან ჩამორთმევას ითვალისწინებს, ადამიანი მკვლელი ხომ არ უნდა გამოიყვანონ. და, კიდევ მეორე საკითხი, ჩვენს ზონაში ყურძნის ფასი უნდა იყოს შესაბამისი. გვაინტერესებს ბანკებში სესხების საკითხები, რომ გვახრჩობენ უთქვამს ვინმეს?“, – განაცხადა მუკუზანში მცხოვრებმა მაია ილაშვილმა.