დავით სონღულაშვილი – სოფლებში რესურსები ასათვისებელია
მან, ამომრჩეველთან ქალაქისა და სოფლების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ოცდამეერთე საუკუნეში აღარ უნდა იდგეს გზების, წყლის, გაზისა და დენის მიწოდების პრობლემა. ჩემი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვარო ეს საკითხები. გპირდებით, თქვენთან ერთად ვიმუშავებ პრობლემების გადაჭრაზე“ – განაცხადა სონღულაშვილმა.
მისივე განცხადებით, სოფლებში ადამიანური რესურსები მაქსიმალურად ასათვისებელია. მუნიციპალიტეტი სამუშაო ადგილებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნას საჭიროებს.
„მზად ვარ, დავეხმარო ყველას, ვინც ჯანსაღ ინიციატივას გამოიჩენს. მივესალმები ყველა აქტიურ და მონდომებულ ადამიანს, ვისაც საქმის კეთების სურვილი აქვს, რათა ერთად განვავითაროთ გურჯაანი“ – განაცხადა სონღულაშვილმა.
ადგილობრივების განცხადებით, მათი სურვილია, რომ კარგად იცნობდნენ დეპუტატობის კანდიდატის სამომავლო გეგმებს.