კახეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
შიოლაშვილის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტები და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი) გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.
ირაკლი შიოლაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა. იგი, პარტია ,,ქართული ოცნებიდან” სიღნაღი –დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. როგორც knews.ge-ს გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ –მინისტრი ნიშნავს.
,,მსგავს შემთხვევაში გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებს”,–განიცხადეს knews.ge-ს უწყებაში.
ირაკლი შიოლაშვილი გუბერნატორის თანამდებობაზე 2013 წელს დაინიშნა, მანამდე ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.
knews.ge-სვე ინფორმაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორის თანამდებობაზე ირაკლი ქადაგიშვილის კანდიდატურა განიხილება.