ახალი ამბები

სოფელ ბაკურციხეში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ კოლაგში მდებარე ავტოსამრეცხაოში მუშაობდა. როგორც knews.ge-ს სოფელ კოლაგში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი პეტრიაშვილმა განუცხადა, ამისულაშვილი პირველ სამუშაო დღეს უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
,,ზოგი ამბობს გულმა დაარტყაო, ზოგმა თქვა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალაო. ხელსაწყოები რაზეც ახალგაზრდა მუშაობდა ექსპერტიზაზე წაიღეს და ალბათ დაადგენენ, რა არის გარდაცვალების მიზეზი,’’– განუცხადა knews.ge-ს სოფელ კოლაგში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი პეტრიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
უწყების ცნობით, ახალგაზრდას ექსპერტიზა ჩაუტარდება და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.