ახალი ამბები

ცესკო – ადაპტირებული უბნების რიცხვი გაიზრდება

როგორც knews.ge-ს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადა, ამ დროისთვის 3634 უბნიდან 1103 უბანია ადაპტირებული. მისივე თქმით, 2015 წელს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიზანიც საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების ადაპტირების უზრუნველყოფაა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რათა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მისი ფიზიკური შესაძლებლობის მიუხედავად, ჰქონდეს თანაბარი წვდომა საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების პროცესში. საქართველოში ამ დროისთვის 1103 საარჩევნო უბანია ხელმისაწვდომი შშმ პირებისთვის, შესაბამისად განვიხილავთ ამ პროცესებს, რომ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბანი იყოს მოწყობილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. წინა წლებში ძალიან ცოტა იყო ადაპტირებული უბნების რიცხვი, დღეს კი მათი რიცხვი საგრძნობლად არის გაზრდილი. ზოგჯერ საარჩევნო უბნის განთავსება გვიწევს მეორე სართულზე და ამ დროს ადაპტირების პრობლემა რა თქმაცუნდა უფრო მეტად იჩენს ხოლმე თავს იმიტომ, რომ იქ კიბით ასასვლელსაც ადაპტირება სჭირდება. ამ პრობლემებს ეტაპობრივად ვაგვარებთ და იმედი მაქვს, რომ გაცილებით მეტი იქნება ამ არჩევნებისთის ადაპტირებული უბნები ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისათვის’’, – განუცხადა Knews.ge-ს თამარ ჟვანიამ.