ახალი ამბები

მიწის რეგისტრაცია ერთი წლის განმავლობაში უფასო იქნება

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კანონის ამოქმედება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მიწის ბაზრის მოწესრიგებას.
“რა თქმა უნდა ეს არის უპირველეს ყოვლისა სოციალური საკითხიც. ჩვენი მოსახლეობის 50%- ზე მეტი კიდევ არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და სოფლად მოსახლეობის დამაგრებისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი”,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანის განცხადებით, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონი, რომელიც პირველ აგვისტოს ამოქმედდება, ბევრ პრობლემას მოაგვარებს.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას მიწის დარეგისტრირება ერთი წლის განმავლობაში, უფასოდ შეეძლება.
“მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი ნათქვამიაა, რომ ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისათვის ერთი წლის განმავლობაში გრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უფასოდ ისარგებლონ ამ სერვისით. იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება, თუ სხვა სანოტარო მომსახურება. ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ და საბოლოოდ მოგვარდება უზუსტო ნახაზები, რაც გლეხს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის. 
ერთი წლის განმავლობაში, ამ პროგრამით ყველამ უნდა ისარგბელობს და დაარეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ იფორმებდა”, – აღნიშნა წულუკიანმა.