თელავში აღმოჩენილი გვირაბი ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთზე შესაძლოა, მთელ კომპლექსს უერთდებოდეს
არქეოლოგ ნიკა თუშაბრამიშვილის განცხადებით, გვირაბების გარკვეული ნაწილის გასუფთავების შემდეგ რამდენიმე სამშენებლო დონე აღმოჩნდა.
,,გვაინტერესებ გვირაბი სადამდე მიდის. გვირაბის ტერიტორიაზე გარკვეული მონაკვეთის გასუფთავების შედეგად აღმოჩნდა კედლების ისეთი წყობა, რომელიც თელავში არ არის. სავარაუდოდ, ამას აქვს გაგრძელება რამდენიმე მიმართულებით,” – განცხადა თუშაბრამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ knews.ge-მ საიდუმლო გვირაბების შესახებ რეპორტაჟი გასულ წელს მოამზადა.
არქეოლოგისვე განცხადებით, შესაძლოა აღნიშნული გვირაბი ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთზე მთელ კომპლექსს უერთდებოდეს.
,,არ არის გამორიცხული, რომ თელავმა არქეოლოგიური აღმოჩენების თვალსაზრისით მთელი საქართველოს ყურადღება მიიპყროს”,–აცხადებენ მერიაში.