ახალი ამბები

სოფელ შრომაში ღვარცოფის შესაკავებელი გაბიონი მოწესრიგდა

ასევე, მოწესრიგდა სანიაღვრე არხებიც.
,,ძლიერი წვიმების დროს მთიდან მოვარდნილი უხვი ნალექით და ჩამოტანილი ქვა-ღორღით, ხშირად ზიანდება კავკასიონის ქუჩის მცხოვრებლები. მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად სისტემატურად ეტბორებათ ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები, ზიანდება გზის სავალი ნაწილი”,–აცხადებენ ლაგოდეხის გამგეობაში.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილია 125 610 ლარი.