თელავში სპორტის სასახლე აშენდება
თელავის მერის პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწყობის ერთ–ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ხელბურთის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში 2017 წელს ჩატარდება.
„ერთ–ერთი ქალაქი, სადაც ხელბურთში შეჯიბრი ჩატარდება, იქნება თელავი და ამიტომ დაიგეგმა სპორტის სასახლის მშნებლობა. სპორტის სასახლე გათვლილი იქნება 2000-დან 2500 მაყურებელზე. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაობეი 2017 წლის ივლისში დასრულდება და სპორტკომპლექსი დარჩება თელავს. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას, სპორტულ განვითარებას, რათა თავი აარიდონ დროის ფუჭად ხარჯვას და სხვადასხვა მავნე ჩვევებს“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.