ახალი ამბები

თელავში ფონდი “ნატახტარის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე ასოციაცია „ჩვენი სახლი–საქართველს“ წარმომადგენლებმა „ფონდ ნატახტრის“ პროექტის „იზრუნე მომავალზე“ შესახებ ხუთწლიანი მუშაობის ანალიზი წარუდგინეს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენებს.
როგორც knews.ge-ს ასოციაცია „ჩვენი სახლი–საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა ომაღნიშვილმა განუცხადა, ორგანიზაცია 2011 წლიდან თანამშრომლობს კომპანია ნატახტართან და ეხმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში.
„ჩვენ ვეხმარებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გახდნენ 18 წლის და დატოვეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა– მცირე საოჯახო სახლები. გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ფონდის საქმიანობის შესახებ, განსაკუთრებით, რეგიონებში. დასავლეთ საქართველო უკვე მოვიარეთ, ახლა აღმოსავლეთ საქართელოში ვმართავთ შეხვედრებს. საუბრებიდან და დისკუსიებიდან ირკვევა, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუ რას საქმიანობს ფონდი ნატახტარი და რა მიზანს ემსახურება. ჩვენ ვისაუბრეთ თუ რამდენმა ადამიანმა დაიწყო მუშაობა, დამოუკიდებლად ცხოვრება, რამდენმა შეიძინა პროფესია ფონდის დახმარებით, რა რაოდენობის ბენეფიციარები გვყვავს რეგიონებში და ა.შ. ჩვენი მთავარი მესიჯი ის არის, რომ პროექტი გრძლდება მიმდინარე წლის 17 აგვისტომდე, შესაბამისად ძალიან მცირე დროა დარჩენილი და მოქალაქეებს მოვუწოდებ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საქველმოქმედო საქმეში. ჩვენს ფონდში თანხა ირიცხება გაყიდული ლიმონათებიდან და საზოგადოების აქტიურობა ნიშნავს უამრავი ბავშვის დახმარებას“, –განუცხადა knews.ge-ს მანანა ომაღნიშვილმა.