თელავში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
როგორც knews.ge–თან საუბარში CinéDOC-Tbilisi-ის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის დირექტორმა არჩილ ხეთაგურმა განაცხადა ფილმი მოგვითხრობს ამბავს ზაფხულის ერთ დღეზე, როდესაც რუმინეთის ქალაქ ბრაილაში, სასტუმრო „გრანდ ოტელში“ მთელი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ქალები. ისინი აქ ერთი მიზნით შეიკრიბნენ: დაესწრონ სილამაზის კონკურსს, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ეს კონკურსი სხვებისგან არაფრით განსხვავდება, გარდა ერთი დეტალისა – აქ შეფასების მთავარი კრიტერიუმი შინაგანი სამყაროა და არცთუ უმიზეზოდ, ორგანიზატორები და კონკურსანტები უსინათლოები არიან.
„ტურის ფარგლებში თელავს უკვე მეორეთ ვსტუმრობთ. დოკუმენტური კინოფესტივალი თბილისში ოქტომბერში ტარდება და დედაქალაქის შემდეგ ფილმების ჩვენებას რეგიონებში ვმართავთ. ამ ფილმმა მაყურებელის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და ამიტომ შევარჩიეთ „ყვავილები ჩრდილში, “რომლის ჩვენებასაც სხვადასხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ,“-განაცხადა არჩილ ხეთაგურმა.